ლიტერატურა, მეცნიერებისა და ტექნიკისგან განსხვავებით, იყო, არის და იქნება საერთო მნიშვნელი, რომლის წყალობით ადამიანები ეცნობიან ერთმანეთს და ამყარებენ დიალოგურ მიმართებებს ერთმანეთთან, რაოდენ განსხვავებულიც უნდა იყოს მათი საქმიანობა და ცხოვრებისეული ზრახვები, არსებობის გეოგრაფიული ადგილი ან პირობები, და თვით მათი ჰორიზონტების განმსაზღვრელი დრო და ისტორიული მომენტები. ჩვენ, სერვანტესისა და შექსპირის, დანტეს და ტოლსტოის მკითხველთ, ერთმანეთისა გვესმის და ერთი და იმავე ჯიშის წარმომადგენლებად მივიჩნევთ თავს. არაფერი უქმნის ადამიანს ისეთ ურყევ იმუნიტეტს სულელური ცრურწმენების, რასიზმის, ქსენოფობიის, ნაციონალიზმის და სხვა ნიშნით დისკრიმინირების წინააღმდეგ, როგორც ლიტერატურა. ის აახლოებს ადამიანებს, რადგან ავალდებულებს მათ, ესაუბრონ ერთმანეთს და ეზიარონ მსოფლიო მემკვიდრეობას; აგრძნობინებს საერთო წარმომავლობას, რადგან წიგნისთვის დროის საზღვრები გამჭვირვალეა. ლიტერატურას წარსულში გადავყავართ და გვაერთიანებს იმათთან, ვინც ათწლეულებისა და ასწლეულების წინაც კი ამ ტექსტების კითხვისას ტკბებოდა და ოცნებობდა, ტექსტებისა, რომლებიც ახლა ჩვენ ხელთაა და რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ასევე, დავტკბეთ და ვიოცნებოთ. კაცობრიობისადმი კუთვნილების ეს გრძნობა – კულტურის უდიდესი მონაპოვარია და არაფერი უწყობს ხელს მის გაცოცხლებას ყოველ ახალ თაობაში ისე, როგორც ლიტერატურა.
Day | Members | Gain | % Gain |
---|---|---|---|
June 04, 2024 | 829 | +2 | +0.3% |
March 09, 2024 | 827 | +1 | +0.2% |
January 19, 2024 | 826 | 0 | 0.0% |
December 05, 2023 | 826 | 0 | 0.0% |
October 29, 2023 | 826 | 0 | 0.0% |
September 29, 2023 | 826 | 0 | 0.0% |
August 31, 2023 | 826 | +1 | +0.2% |
August 02, 2023 | 825 | +1 | +0.2% |
July 02, 2023 | 824 | +4 | +0.5% |
April 06, 2023 | 820 | 0 | 0.0% |
March 12, 2023 | 820 | +1 | +0.2% |
February 02, 2023 | 819 | +2 | +0.3% |
December 23, 2022 | 817 | +1 | +0.2% |
November 03, 2022 | 816 | +3 | +0.4% |
October 28, 2022 | 813 | +3 | +0.4% |
October 08, 2022 | 810 | +1 | +0.2% |
October 03, 2022 | 809 | +1 | +0.2% |
September 10, 2022 | 808 | +4 | +0.5% |
August 25, 2022 | 804 | +1 | +0.2% |
August 12, 2022 | 803 | -2 | -0.3% |
July 23, 2022 | 805 | +1 | +0.2% |
July 17, 2022 | 804 | +1 | +0.2% |
July 10, 2022 | 803 | +1 | +0.2% |
July 04, 2022 | 802 | +1 | +0.2% |
June 14, 2022 | 801 | +1 | +0.2% |
June 08, 2022 | 800 | +2 | +0.3% |
June 01, 2022 | 798 | +2 | +0.3% |
May 25, 2022 | 796 | +1 | +0.2% |
May 12, 2022 | 795 | +1 | +0.2% |
April 28, 2022 | 794 | +2 | +0.3% |